მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილმა ჯარიმებმა რეკორდული, 189 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.
ინფორმაციის მიხედვით, დაკისრებული ჯარიმებიდან 76.7 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 113.5 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.
2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 179 მილიონი ლარი იყო, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებლებს 10 მლნ ლარით ჩამოუვარდება.