აქტივების მიხედვით აშშ-ში სიდიდით მეორე ბანკმა, „Bank of America Corp.“-მა, 2025 წლის მესამე კვარტალში წმინდა მოგება 23%-ით, ხოლო შემოსავალი 11%-ით გაზარდა.

ივლის-სექტემბერში ბანკის წმინდა მოგებამ 8.469 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ აქციაზე 1.06 აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ეს მაჩვენებელი 6.896 მილიარდ აშშ დოლარს, ანუ აქციაზე 0.81 აშშ დოლარს შეადგენდა.

შემოსავალი 28.088 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ერთი წლით ადრინდელი 25.345 მილიარდი დოლარიდან.

FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების საშუალო შეფასება იყო ბანკის მოგება აქციაზე 0.95 აშშ დოლარი, ხოლო შემოსავალი 27.5 მილიარდი აშშ დოლარი.

ვრცლად Interfax - ზე