Bloomberg-ის შეფასებით, წელს ინდური რუპია აზიაში ყველაზე ცუდი ვალუტა იქნება.

როგორც გამოცემა წერს ამის მიზეზი აშშ-ის ტარიფები, რუსეთის მიერ უკრაინაში ომი, ინვესტიციების გადინება და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია.

ინდურ საქონელზე აშშ-ის მაღალმა ტარიფებმა, ასევე, რუსული ენერგიისა და იარაღის შესყიდვისთვის სანქციების მუქარამ ინდოეთის საფონდო ბირჟიდან, დაახლოებით, 16.3 მლრდ დოლარის უცხოური ინვესტიციების გადინება გამოიწვია.

Bloomberg პროგნოზირებს, რომ თუ სიტუაცია გაგრძელდა, რუპიამ შესაძლოა, 2022 წლის შემდეგ ყველაზე დიდი წლიური ვარდნა დააფიქსიროს.