აზია-წყნარი ოკეანის საფონდო ბირჟები ემზადებიან ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში ყველაზე დატვირთული ლისტინგის კვირისთვის, რადგან კომპანიები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ფულადი სახსრების მიზიდვას ჩქარობენ – იტყობინება Bloomberg.

დაახლოებით 20 აზიური კომპანია დაასრულებს IPO-ს ამ კვირაში. ამ ტრანზაქციების მთლიანმა მოცულობამ შეიძლება მიაღწიოს $8,3 მილიარდს, რაც იქნება ყველაზე დიდი მაჩვენებელი კვირის განმავლობაში 2022 წლის აპრილის შემდეგ.

 IPO-ს გამართვას გეგმავენ ჩინეთის, ინდოეთის და იაპონიის წარმომადგენლები რაც ხაზს უსვამს სექტორის ფართო აღდგენას რეგიონის მასშტაბით.

interfax