ბელარუსმა სხვადასხვა ეროვნების 123 პატიმარი გაათავისუფლა, - ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

„ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში და მისი თხოვნით, სხვადასხვა ქვეყნის 123 მოქალაქე შეიწყალა“, - აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

„ბელტას“ ცნობით, გათავისუფლებულ პატიმრებს შორის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ლიეტუვის, უკრაინის, ლატვიის, ავსტრალიისა და იაპონიის მოქალაქეები არიან.

შეგახსენებთ, დღეს აშშ-მა ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა.

www.interpressnews.ge