ამერიკის შეერთებული შტატების 30 შტატში 60 მილიონზე მეტმა ადამიანმა ამინდის შესახებ გაფრთხილება მიიღო ზამთრის ძლიერ შტორმის გამო, რომელმაც, შეიძლება, ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი თოვლი და ყველაზე ცივი ტემპერატურა გამოიწვიოს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

შტორმ „ბლერის“ გამო ათასობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა, გზები ჩაიკეტა და სკოლები დაიხურა.

ვებგვერდ FlightAware-ს მიხედვით, შეერთებულ შტატებსა და მის მის ფარგლებს გარეთ 5 000-ზე მეტი ფრენა გადაიდო და 1 500-მდე - გაუქმდა.

კანზასის, მისურის, კენტუკის, ვირჯინიის, დასავლეთ ვირჯინიის, არკანზასსა და ნიუ ჯერსის შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას დღეიდან ელოდებიან.

www.interpressnews.ge