კომპანია SpaceX-მა უკრაინაში მოძრავი Starlink-ის ტერმინალების მუშაობის სიჩქარე შეზღუდა, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური ინოვაციების საკითხებში, სერგეი (ფლეშ) ბესკრესტნოვმა, განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვები ამჟამად ე.წ. სამხედრო პაკეტზე ვრცელდება. კერძოდ, StarShield-ის სერვისებზე, რომელთა სიჩქარე საათში 100 მილზე (დაახლოებით 161 კილომეტრზე) მეტი არ იყო.

„ჩვენს თავდაცვის ძალებს ამ შეზღუდვის შესახებ არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ და ამან არაერთი მისიის ჩაშლა გამოიწვია. ცხადია, ეს ქმედება არ შეიძლება იყოს დამთხვევა და დაკავშირებულია მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციასთან“, - აღნიშნა სერგეი ბესკრესტნოვმა.

ipn.ge