აშშ-მა იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე 50%-იანი ტარიფები  4 ივნისს აამოქმედა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 ივნისს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც გლობალურ სავაჭრო ომს გაამწვავებს.

„ფაინენშალ ტაიმსის“ ცნობით, აქამდე ტარიფები 25%-იანი იყო. 

თუმცა, დიდი ბრიტანეთის ფოლადსა და ალუმინზე გადასახადები 25%-იან ნიშნულზე დარჩება - ეს ლონდონისთვის გამონაკლისია მას შემდეგ, რაც მან გასულ თვეში ვაშინგტონთან სავაჭრო შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ტრამპმა განაცხადა, რომ ტარიფები აუცილებელი იყო უცხოელი მწარმოებლების მიერ დემპინგის თავიდან ასაცილებლად, რაც „ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“.