აშშ ირანში სახმელეთო ჯარების განლაგებას არ გეგმავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„არა, მე არსად ვგზავნი ჯარებს. რომც ვგზავნიდე, ნამდვილად არ გეტყოდით, მაგრამ ჯარებს არ ვგზავნი“, – ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დასმულ კითხვას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის განლაგებას განიხილავდა.
მანამდე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა „სიენენს“ განუცხადა, რომ „სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, თუმცა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპი „გონივრულად ინახავს ყველა ვარიანტს მის განკარგულებაში“.