khaleej times-ის ინფორმაციით, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულზეა. დღევანდელი მონაცემებით, ერთი გრამი ოქროს ღირებულებამ 5Dh-ით მოიმატა.

Dubai Jewellery Group-ის მონაცემებმა აჩვენა, რომ ერთი გრამი ძვირფასი ლითონი ოთხშაბათს 261.75 DH-ად (193.19 ლარი) ივაჭრებოდა, ხოლო ხუთშაბათს გრამი ოქროს ფასმა 266.75 Dh (196.88 ლარი) შეადგინა. 

ცნობისთვის, 12:40 საათის მონაცემებით, გლობალურ ბაზარზე, უნცია ოქროს ღირებულებამ $2202 შეადგინა.