ნატო არ დაგვეხმარა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„იაპონია არ დაგვეხმარა, ავსტრალია არ დაგვეხმარა, სამხრეთ კორეა არ დაგვეხმარა. იაპონიაში 50 000 ჯარისკაცი გვყავს. 45 000 ჯარისკაცი სამხრეთ კორეაში, რათა ისინი კიმ ჩენ ინისგან დავიცვათ, რომელსაც მე ძალიან კარგად ვუგებ. ამის შემდეგ კი ნატო. ნატო არ დაგვეხმარა“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, „ნატო-თი ძალიან იმედგაცრუებულია“.
„სიმართლე თუ გაინტერესებთ, ყველაფერი გრენლანდიით დაიწყო. ჩვენ გრენლანდია გვსურს. მათ კი ჩვენთვის მისი გადმოცემა არ სურთ. მე კი მათ ვუთხარი: „ნახვამდის“. ნატო ქაღალდის ვეფხვია. ჩვენ ისინი არ გვჭირდება, რადგან არ დაგვეხმარნენ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ასევე, ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის გახსნა „ძალიან დიდი პრიორიტეტია“ და მასში გავლისთვის გადასახადი არა ირანმა, არამედ აშშ-მა უნდა დააწესოს.
„შეთანხმება უნდა დავდოთ, რომელიც მისაღები იქნება ჩემთვის. ამ შეთანხმების ნაწილი კი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ ნავთობისა და ყველაფრის თავისუფლად გადაადგილება გვსურს. რას იტყვით, გადასახადი ჩვენ რომ დავაწესოთ? მირჩევნია ასე მე გავაკეთო, ვიდრე ის მათ ჰქონდეთ. რატომაც არა? ჩვენ გამარჯვებულები ვართ. ჩვენ გავიმარჯვეთ. ისინი სამხედრო თვალსაზრისით დამარცხებულები არიან. გვაქვს კონცეფცია, რომლის მიხედვითაც გადასახადს დავაწესებთ“, - განაცხადა ტრამპმა.