თემურ ქეცბაიამ ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ახალი მთავარი მწვრთნელის რანგში წარდგენისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფეხბურთელებისგან მოითხოვს თავიანთი პოტენციალის სრულად გამოვლენას და გუნდის კონკურენტუნარიანობას.
„მე ვბრუნდები გუნდში, რომელიც როგორც ფეხბურთელს, ჩემი ოცნებების ასრულებაში დამეხმარა და როგორც მწვრთნელს, თავის გამოხატვის შესაძლებლობა მომცა. ერთად მივაღწიეთ იმას, რაზეც სხვები ვერც კი ოცნებობენ. ახლა ჩვენ ვერ დაგპირდებით თასებს. ეს მხოლოდ საფეხბურთო კლუბი არ არის – ეს ყველაფერი ისაა, რაც ფამაგუსტამ მომცა.
როგორ შეგვიძლია „ანორთოსისის“ სიამაყის აღდგენა? ვეცდებით, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა გუნდი იმ პოზიციაზე დავაბრუნოთ, სადაც ყოფნას ნამდვილად იმსახურებს. ეს არა მხოლოდ სპორტული ასპექტია, არამედ ფინანსურიც. ამჟამად „ანორთოსისი“ წამყვან როლში არ არის, არსებული ვითარება კი ტიტულებისთვის ბრძოლის საშუალებას არ გვაძლევს. თუმცა ვეცდებით, ჩავარდნები თავიდან ავიცილოთ.
შემეძლო სხვა გუნდში მუშაობაც, მაგრამ „ანორთოსისში“ დაბრუნება ჩემი ბედისწერა იყო. ვეცდებით, ვიყოთ კონკურენტუნარიანი. ეს გუნდი ქვეყნისთვის ძალიან სიმბოლურია და მეტს იმსახურებს. ახლა რთული პერიოდია და გუნდს ხალხის თანადგომა სჭირდება“, – განაცხად ქეცბაიამ.