საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სებასტიენ ლეკორნუ პრემიერმინისტრად დანიშნა.
მაკრონის ახლო მოკავშირე ლეკორნუს გამოცდილი დიპლომატიური პოლიტიკოსის სახელი აქვს. 39 წლის პრემიერი აქამდე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
პრემიერმინისტრის თანამდებობა ფრანსუა ბაირუმ 8 სექტემბერს მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.
ბაირუს მთავრობას კრიტიკოსები სახელმწიფო ფინანსური სისტემის ჩამოშლაში ადანაშაულებენ. ბაირუ პარლამენტის გზით ცდილობდა გაეტარებინა ბიუჯეტის ცვლილებები, რომლის შედეგადაც მშპ-ს დეფიციტი 5.8%-დან 4.6%-მდე დაიწევდა. პრემიერმინისტრმა ვერც მემარცხენე და ვერც მემარჯვენე ძალების საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
მაკრონმა ახალ პრემიერს, ლეკორნუს პარლამენტის პოლიტიკურ ძალებთან ერთად კონსულტაციების ჩატარება და ბიუჯეტის მიღება დაავალა.
ლეკორნუ თავდაცვის მინისტრის პოსტს 3 წლის განმავლობაში იკავებდა და ცნობილი იყო, როგორც უკრაინის სამხედრო დახმარების აქტიური მხარდამჭერი.