აშშ-ის პრეზიდენტი კატარის ემირსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრა კატარში ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე, Air force one-ზე გაიმართა.
„ბევრი რამ გავაკეთეთ ერთად, განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში. ის, რაც გავაკეთეთ, წარმოუდგენელია – მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში. მათ ძალიან დიდი როლი ითამაშეს ამაში. ასე რომ, უბრალოდ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. ისინი დიდი მოკავშირეები არიან. და ეს ორი კაცი დიდი ადამიანია. ახლა თქვენ გაქვთ უსაფრთხო ახლო აღმოსავლეთი და ასე შეინარჩუნებთ ხანგრძლივად“, – უთხრა ტრამპმა ემირსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.
შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანმა კი უპასუხა, რომ ისინი იმედოვნებენ ამ მშვიდობის შენარჩუნებას.
ცნობისთვის, ტრამპი აზიაში ხუთდღიანი ვიზიტით მიემგზავრება. აშშ-ის პრეზიდენტი მალაიზიას, იაპონიასა და სამხრეთ კორეას ეწვევა, სადაც ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება.