AirBaltic-მა ზაფხულის სეზონის 19 მარშრუტზე ფრენები გააუქმა. ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესრელიზში წერია, რასაც Baltnews ავრცელებს.

„ძრავის მწარმოებლის მიერ ტექნიკური ვალდებულებების თავის დროზე შეუსრულებლობამ AirBaltic-ის Airbus A220-300 ფლოტის მუშაობაზე გავლენა მოახდინა, რამაც ავიაკომპანია აიძულა, ზაფხულის სეზონის განრიგში ცვლილებები შეეტანა,“ - წერია პრესრელიზში.

კერძოდ, კომპანია Pratt & Whitney-მა AirBaltic-ს აცნობა, რომ 2025 წელს A220-300-ის ზოგიერთ თვითმფრინავს ძრავის დეფიციტის გამო გიაწვევს.

19 მარშრუტზე რეისების გაუქმების გარდა, კომპანია თავის სხვადასხვა ბაზაზე 21 მარშრუტზე ფრენების სიხშირესაც ამცირებს. სულ 4,670 ფრენა გაუქმდება, რაც, დაახლოებით, 67,160 მგზავრს შეეხება.

ცნობისთვის: AirBaltic რიგიდან, ტალინიდან, ვილნიუსიდან, ტამპერედან და სეზონურად გრან-კანარიიდან 130-ზე მეტ მარშრუტს ემსახურება.

www.bpn.ge