ჰოლდინგი Air France-KLM სახელის შეცვლას განიხილავს. სამუშაო ვარიანტად The Blue Group (ლურჯი ჯგუფი) განიხილება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ ამჟამინდელი სახელწოდება აღარ ასახავს მის რეალურ შემადგენლობას.
კომპანია ამჟამად სკანდინავიური ავიაკომპანია SAS-ის შესყიდვისთვის ემზადება. ის უკვე ფლობს SAS-ის აქციების 19.9%-ს და აპირებს თავისი წილის საკონტროლო პაკეტამდე (60.5%) გაზრდას. მარეგულირებლებმა გარიგება წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცონ.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე