Air India-მ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ივნისიდან აგვისტომდე ყოველდღიურად დაახლოებით 100 რეისს შეამცირებს, მათ შორის ზოგიერთ შორ მანძილზე რეისებს. ღონისძიება მიზნად ისახავს ავიაციის საწვავის ფასების მკვეთრი ზრდით და რუპიის გაუფასურებით გამოწვეული ხარჯების მინიმიზაციას.
შეგახსენებთ, რომ ამ თვეში გადამზიდავმა თავისი პროგრამა დაახლოებით 90 ყოველდღიური რეისით შეამცირა.
კომპანია, რომელიც ადრე დღეში დაახლოებით 1200 რეისს ასრულებდა, იძულებული გახდა ხარჯები შეემცირებინა მას შემდეგ, რაც გასულ ფინანსურ წელს დაახლოებით 2.64 მილიარდი დოლარის ზარალი დააფიქსირა.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე