ბაჰრეინმა ხელი მოაწერა წინასწარ შეთანხმებას მალაიზიაში დაფუძნებულ “Capital A”-სა და დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია “Air Asia”-სთან. ეს შეთანხმება ითვალისწინებს ახლო აღმოსავლეთის ჰაბის შექმნას ბაჰრეინში, რაც “Air Asia”-ს ოპერაციების გაფართოების ნაწილია.
ავიაკომპანია განიხილავს რეისების დაწყებას მალაიზიიდან, ტაილანდიდან, ინდონეზიიდან და ფილიპინებიდან, ხოლო სამომავლო პერსპექტივაში – ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებით ტრანზიტულ რეისებს.
სტრატეგიული მნიშვნელობა და სამომავლო გეგმები:
“თამაშის წესების შემცვლელი” პარტნიორობა: “AirAsia”-ს მშობელი კომპანიის, “Capital A”-ს გენერალური დირექტორის, ტონი ფერნანდესის განცხადებით, ეს პარტნიორობა „თამაშის წესებს ცვლის“.
გლობალური ზრდა: “ჩვენ შევდივართ გლობალური ზრდის ახალ, თამამ და რევოლუციურ თავში, და ბაჰრეინი ჩვენთვის ახლო აღმოსავლეთში მძლავრი სასტარტო მოედანიგახდება“, – აღნიშნა ფერნანდესმა.
ავიაკომპანიის ისტორია: ტონი ფერნანდესმა “Air Asia” 24 წლის წინ მხოლოდ ორი თვითმფრინავით დააარსა. დღესდღეობით მისი ფლოტი თითქმის 300 საჰაერო ხომალდსითვლის და წელიწადში 90 მილიონ მგზავრს ემსახურება.
“Air Asia” აქტიურად მუშაობს ფლოტის განახლებაზე. ივლისში ავიაკომპანიამ “Airbus”-თან 12.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა A321XLR მოდელის თვითმფრინავების შესყიდვაზე. ლოუკოსტერი ამ ლაინერების მიღებას 2028-2032 წლებში ელოდება.