ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრის, კონსტანტინ ზატულუნის განცადებებს უპასუხა, თითქოს მან ალიევისგან 5 მილიარდი დოლარი აიღო მთიანი ყარაბაღის დათმობის სანაცვლოდ.

"რუსეთში არსებობენ გარკვეული წრეები, რომლებიც შემდეგი ლოგიკით ხელმძღვანელობენ: მშვიდობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან მათთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან ამ შემთხვევაში სომხეთი გახდება სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო. ხოლო თუ არსებობს მტრობა, სომხეთი იძულებული იქნება უფრო მეტად ჩაეხუტოს რუსეთს," - აღნიშნა ფაშინიანმა. "დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგა ვლადიმერ პუტინი, მიხეილ მიშუსტინი და მთავრობის მრავალი წარმომადგენელი ამ თვალსაზრისს არ იზიარებენ," - ხაზი გაუსვა სომხეთის პრემიერმა.

 "არჩევნებზე სომხეთის მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ: საკუთარ თვალებს ენდობიან თუ ზატულინის თვალებს. 2026 წლის შემდეგ თქვენ ვეღარ ნახავთ პოლიტიკით დაკავებულ ოლიგარქს, ყოფილ პრეზიდენტს, ყველას გავაძევებთ. 8 ივნისს გავიღვიძებთ ისეთ სომხეთში, რომლის ისტორიაც უერთდება იმ ისტორიას, რომელიც 374 წელს მეფე პაპის მკვლელობით შეწყდა. სომხეთი და სომეხი ხალხი უბრუნდება თავის ისტორიას." - განაცხადა ფაშინიანმა.