ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის შეფასებით, ევროზონისინფლაცია მომდევნო წლებში შენელდება და 2025 წელს, სამიზნე 2%-იან მაჩვენებელს მიაღწევს.

როგორც ევროპის მთავარი ბანკირი ამბობს, მას არ აშინებს ცენტრალური ბანკისგადაწყვეტილებების პოლიტიკური მხარე, რაც პირდაპირ უკავშირდება რამდენიმე ევროპულისახელმწიფოს მეთაურის შეფასებას, თითქოს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ევროზონისეკონომიკის დაღუპვას გამოიწვევს.

ჩვენი მანდატი - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა და ეს უმთავრესი წვლილია, რომელიც შეგვიძლია საზოგადოებისა და სოციალური სიმშვიდის კუთხით შევიტანოთ, განსაკუთრებით მისი ყველაზე მოწყვლადი წევრებისთვის, - აღნიშნა ლაგარდმა.

ოქტომბერში, ევროზონის წლიური ინფლაციის დონემ 2.9% შეადგინა, რაც 2.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ვიდრე სექტემბერში. პარალელურად ამისა, ევროზონის ეკონომიკა წელს, სავარაუდოდ, მხოლოდ 0.7%-ით გაიზრდება. ევროპისცენტრალური ბანკის პროგნოზით, ზრდა მომდევნო წლებში დაჩქარდება და 2024 წელს - 1%-ს, 2025 წელს კი - 1.5%-ს მიაღწევს.