გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ტრადიციულად უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ლიდერობს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში Wizz Air-მა 553 744 მგზავრი გადაიყვანა და ბაზრის 17%-იან წილს ფლობს. მეორე ადგილზე კი ავიაკომპანია Turkish Airlines-ია.
რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის და პროცენტული წილის მიხედვით TOP-5 ავიაკომპანია შემდეგია:
- Wizz Air - 553 744 მგზავრი, ბაზრის 17%;
- Turkish Airlines - 286 979 მგზავრი, ბაზრის 9%;
- Pegasus - 262 542 მგზავრი, ბაზრის 8%;
- Georgian Airways - 232 890 მგზავრი, 7%;
- Azerbaijan Airlines - 192 773 მგზავრი, 6%.