ევროკავშირის 6 დეკემბრით დათარიღებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ევროკავშირის მხრიდან განიხილება.
დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციებიც, რაც ქვეყანამ უნდა გააკეთოს ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად. აქ ხაზგასმულია, რომ საქართველომ დაუყოვნებლივი ზომები უნდა მიიღოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.
ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეასრულოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი კრიტერიუმები - მათ შორის, წესრიგში მოიყვანოს ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხი.
რეკომენდაციებს შორის ფიგურირებს "რუსული" და ანტი ლგბტ კანონების გაუქმებაც.
იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდეთ, EU-ს რეკომენდაციით, უნდა გადაიჭრას შემდეგი პრობლემები:
- უზრუნველყავით და დაიცავით საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებები, ასევე დისკრიმინაციის შეზღუდვა;
- აირიდეთ და გააუქმეთ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომლებიც შეიძლება ზღუდავდნენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგებიან ანტიდისკრიმინაციულ პრინციპებს და უგულებელყოფენ ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კონკრეტულად, გაიწვიეთ კანონები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ, გადააკეთეთ ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ ადამიანების უფლებათა სრული დაცვა.
- საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში მოიყვანეთ ევროკავშირში სავიზო რეჟიმის მქონე მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ევროკავშირში არარეგულარულ მიგრაციასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რისკებს აჩენენ.
- აამოქმედეთ ზომები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის უსაფუძვლოდ მაძიებელთა და დარღვევებით დამრჩენთა წინააღმდეგ, ჩაატარეთ საინფორმაციო კამპანიები უვიზო რეჟიმის შესახებ და გაამკაცრეთ სასაზღვრო კონტროლი.
- შექმენით აქტივების აღდგენისა და მართვის ოფისები და განაგრძეთ ძალისხმევის ჩადება აქტივების მიკვლევის, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და განადგურებისთვის.
- მიიღეთ ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, დარწმუნდით რომ იარსებებს სტრატეგიის განხორციელებისთვის ადეკვატური რესურსები და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიებას, გასამართლებასა და განხილვას.
- შეიტანეთ ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში ცვლილება, რომელიც გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, კერძოდ კი მათ, რომლებიც დაკავშირებულია ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობასთან, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან და ფუნქციებთან", - წერია ანგარიშში.
შეგახსენებთ, 16-17 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და ზოგად საქმეთა საბჭოების სხდომებია დაგეგმილი, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და მათ შემხვედრ ნაბიჯებზე იმსჯელებენ.