9 თვეში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ბაზრებიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები მკვეთრად გაიზარდა, ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„2024 წლის l-llI კვარტლის მდგომარეობით სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 121,815 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +24.8%-ია.
იანვარი-სექტემბრის პერიოდში ყველაზე მეტი 77,567 ვიზიტი საუდის არაბეთიდან დაფიქსირდა, რაც 2023 წლის მონაცემებს +21.8%-ით აჭარბებს, შემდეგ მოდის ქუვეითი 23,415 ვიზიტით, ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +48.1%-ია“, - ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.