მდინარე ტიბრის ნაწილი, რომელიც რომის ისტორიულ ცენტრში გადის, აღიარებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად. ამის შესახებ იტალიის დედაქალაქის მრჩეველმა გარემოსდაცვით საკითხებში საბრინა ალფონსიმ განაცხადა.
ტიბრის ისტორია მჭიდრო კავშირშია ძველი რომაული ცივილიზაციის განვითარებასთან. ლეგენდების თანახმად, ჩვილები რომულუსი და რემუსი, რომლებიც რომის დამაარსებლები გახდნენ, ტიბრის წყლებში კალათაში ჩაყარეს. მდინარე იყო საზღვარი ეტრუსკების, საბინებისა და რომაელების მიწებს შორის და მოგვიანებით გახდა ძველი რომის მთავარი სატრანსპორტო გზა.
ტიბრის მონაკვეთი კავურის ხიდიდან სუბლიციოს ხიდამდე იქნება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
ტიბრის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნისხაში შეტანაზე წინადადება ოთხი წლის წინ წამოაყენეს.