2024 წლის I-III კვარტლის მდგომარეობით ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან 348,329 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.9%-ია. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„იანვარი-სექტემბრის პერიოდში გერმანიიდან საქართველოში 62,804 ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +15.6%-ია, დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 25,431 ვიზიტი შედგა, ზრდა +12.5%-ია, საფრანგეთიდან კი 22,768 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +21.3%-ია, საბერძნეთიდან საქართველოში 20,500 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა +24.3%-ია“, - ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში ევროკავშირის მოქალაქეებმა სულ 348,329 ვიზიტი განახორციელეს, რაც პანდემიამდელ 2019 წლის ნიშნულთან შედარებით 37,168 ვიზიტით, ანუ 10%-ით ნაკლებია.