ამერიკული ავტომწარმოებელი, Tesla Inc. თავის ახალ საავტომობილო მოდელებში Apple Carplay-ის დამატებას აპირებს.

კომპანიამ სისტემის ქარხნული ჩაშენება და გატესტვა უკვე დაიწყო.

მართალია, ეს ეწინააღმდეგება კომპანიის ამჟამინდელ პოლიტიკას, რომელიც ავტომობილებში მხოლოდ შიდა წარმოების სისტემების გამოყენებას გულისხმობს, თუმცა, კომპანიამ შესაძლოა ეს ნაბიჯი მომხმარებლის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე გადადგას, რადგან პოტენციური მყიდველების გამოკითხვით, მწარმოებლის პროდუქტის არ შეძენის მიზეზად სწორედ აღნიშნული სისტემის უქონლობა სახელდება. საქმე ისაა, რომ Apple-ის მიერ წარმოებული სისტემის ჩაშენებას Tesla-ის მომხმარებლები დიდი ხანია რაც ითხოვენ. ასევე საგულისხმოა,რომ

Apple Carplay-ზე გადასვლის მთავარი მიზანი ავტომობილების გაყიდვების გაზრდაა.

შეგახსენებთ, ილონ მასკი Apple-ს ელექტრო ავტომობილების ბაზარზე პოტენციურ კონკურენტად განიხილავდა.