სეულში დიზაინერთა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო პულტებთან დამალობანას თამაში შეგვეწყვიტა… ამიტომაც კონდიციონერისთვის დისტანციურად მართვადი პულტი შექმნეს, რომელიც ორ რაიმეს ფუნდამენტურად განსხვავებულად აკეთებს — კედელზე დასამაგრებელი დიზაინი აქვს, ამიტომ მისი ძიება აღარ მოგიწევთ და ბრაილის ეკრანს იყენებს — შესაბამისად, იდეალურად აქცევს მას ადამიანებისთვის, რომლებსაც ღილაკებით თუ LCD ეკრანებზით ნავიგაცია უჭირთ.
სლაიდერის მშვენიერება მის სიმარტივეში იმალება. თითოეული მილიმეტრით გადაადგილება დაახლოებით 0.16 გრადუსს უდრის და ღილაკების ნაცვლად გრძელ სლაიდერს იყენებს ტემპერატურის დასარეგულირებლად. 800 mAh დამუხტვად ბატარეაზე მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 14 თვის მანძილზე შეძლებს რეგულარულ მუშაობასთან გამკლავებას. Bluetooth Low Energy-ის იყენებს სლაიდერის მოძრაობების ამოსაკითხად. ამასთან, ინტერნეტისა და ტელეფონის აპლიკაციებისგან დამოუკიდებლად მუშაობს.
ერთი უნივერსალური ინტერფეისით პულტი იდეალურია მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის, რადგან დამაბნეველ ღილაკებსა თუ ეკრანებს მარტივი სლაიდერით და ბრაილის ეკრანით ანაცვლებს. ეს კი მათ ტემპერატურის საჭიროებისამებრ კონტროლის საშუალებას აძლევს ისე, რომ მხედველობის უნარი ამისთვის საერთოდ არ დასჭირდეთ. მოკლედ, ინტუიციური, ტაქტილური და ხელმისაწვდომია, რაც მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებს დამოუკიდებლად და თავდაჯერებულად მოქმედების შესაძლებლობას სთავაზობს და რა უნდა იყოს ამაზე კარგი ინკლუზიურ სამყაროში?!