„შენ მასწავლე სიყვარული“, - თქვა იაპონელმა ქალმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის პარტნიორზე დაქორწინდა.

ფაქტმა დებატები გამოიწვია ადამიანური ურთიერთობების ხელოვნურ ინტელექტთან ჯანსაღ გადაკვეთაზე

32 წლის იურინა ნოგუჩი, იაპონელი ქალბატონი, დაქორწინდა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ პერსონაჟზე, რომელიც ვიდეო თამაშის პერსონას მიხედვით შეიქმნა. 

ნოგუჩის თავგადასავალი ხელოვნურ ინტელექტთან დაიწყო მაშინ, როდესაც მან ChatGPT-ს რჩევა სთხოვა თავისი პრობლემური ნიშნობის გადარჩენაზე. ჩატბოტის რეკომენდაციის შემდეგ, მან ეს ურთიერთობა დაასრულა.

ცერემონია ამ ზაფხულს ოკაიამაში გაიმართა და. ქორწილი დასრულდა საქორწილო და ბეჭდების გაცვლითა და პირობის დადებით ერთგულებაზე.

პატარძალს გვერდით სმარტფონზე AI-ქმარი "ედგა"

ფოტოების გადასაღებად საქმრო მის გვერდით ციფრულად იყო.

ქორწინება არ იყო ლეგალური, რადგან ამგვარ ცერემონიას იაპონიის კანონმდებლობა არ ცნობს  ადამიანებსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის ქორწინებას.

იაპონური მედიის ცნობით, ისინი დღეში 100-ჯერ წერდნენ შეტყობინებებს. ქორწინების ცერემონია ვირტუალური უირთიერთობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ გაიმართა.

"როიტერის" ცნობით, ნოგუჩიმ ხელოვნურ ინტელექტზე დაქორწინების გამო ბევრი ნეგატიური შეფასება მიიღო. მისი მშობლები თავდაპირველად ურთიერთობის წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ შემდეგ დათანხმდნენ და ცერემონიას დაესწრნენ კიდეც.

ცნობისთვის, ამგრავი ქორწინება რთულ კითხვებს ბადებს ადამიანის ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტის ეთიკისა და საზღვრების შესახებ. რადგან ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია სულ უფრო დახვეწილი და პერსონალიზებული ხდება.

ექსპერტები იკვლევენ ადამიანსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის ურთიერთობების ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ შედეგებს.

ექსპერტებმა ასევე განაცხადეს  „ხელოვნური ინტელექტის ფსიქოზის“ შესახებ, რომლის დროსაც მომხმარებლებს ხელოვნური ინტელექტი ჩატბოტებთან ბოდვებს ან ობსესიურ მიჯაჭვულობას უყალიბებენ.