დედამიწა რომ ბრტყელია, ამ მოსაზრებასაც ჰყავს თავისი მიმდევრები… მართალია Columbia Sportswear-ს დიდად მათი არ სჯერა, მაგრამ შანსს მაინც აძლევს და მოტივაციას უჩენს, აღმოაჩინონ ის, რისიც ასე ძალიან სჯერათ. კომპანიის ხელმძღვანელი ტიმ ბოილი მთელ მსოფლიოში არსებულ კონსპირაციული თეორიის მომხრეებს, რომლებიც თვლიან, რომ დედამიწა ბრტყელია, მაცდურ შეთავაზებას სთავაზობს — თუ ისინი პლანეტის კიდეს იპოვიან, მიიღებენ ყველაფერს, რასაც Columbia Sportswear ფლობს. თუმცა კამპანიას შეუსრულებელ ექსპედიციას უწოდებს.

ტონი ცოტათი სარკასტული და სულელურია, თუმცა ასე ბრენდის ახალ მიდგომას ასახავს მარკეტინგში… ამასთან, აბსურდული იდეის გარდა, კომუნიკაციის ამ სტილით საკუთარი სამოსისა თუ აქსესუარების ხარისხზეც ამახვილებენ ყურადღებას.

შეუსრულებელი ექსპედიცია ჩვენი გამძლეობისა და ინოვაციების ილუსტრაციას გვთავაზობს, ხაზს უსვამს იმ ექსტრემალურ პირობებს, რომლებსაც ჩვენმა აღჭურვილობამ შეიძლება გაუძლოს, დედამიწის კიდეშიც კი, რომელიც რეალურად არ არსებობს, მაგრამ აბა შეეცადეთ და ეს ამ კონსპირაციული თეორიის მომხრეებს უთხარით, — ამბობს ტიმ ბოილი.

კამპანიაზე adam&eveDDB-მ იმუშავა.

www.marketer.ge