ბიზნეს ანალიტიკის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის ,,CB Insights’’-ის ექსპერტები ამბობენ, რომ მალე ადამიანების ცხოვრებაზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ისეთი ახალი ტექნოლოგიები მოახდენენ, როგორიცაა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ამინდის პროგნოზი, ბიოკომპიუტერები, ადამიანის ტვინიამუშავებული ჩიპები და სხვა მსგავსი ინოვაციები.

 

გლობალური კლიმატის რისკების შესახებ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კაცობრიობის წინაშე არსებულ რისკებს შორის პირველ ადგილს ბუნებრივსაფრთხეები იკავებს. მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ კლიმატის ცვლილების გამო, ანომალიური ამინდების შემთხვევები იმატებს. CB Insights-ის ანალიტიკოსების აზრით ტორნადოების, წყალდიდობების, გვალვებისა და ქარიშხლების პროგნოზირების შემთხვევაში 30 ტრილიონი დოლარის დაზოგვა გახდება შესაძლებელი. მთავარი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია ამ ხარჯების თავიდან აცილება, ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით ამინდისა და კლიმატის პროგნოზირებაა.

 

მსოფლიო დღეს ენერგიის მოპოვების ტრადიციული წყაროების ჩანაცვლების აუცილებლობის წინაშე დგას. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ენერგიის მოპოვების ალტერნატიული გზების მოძიება, შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარება და ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელება. ულტრა ღრმა ბურღვის ტექნოლოგიები ერთ-ერთია მათ შორის. ამ მეთოდით, მშრალ და ცხელ ქანებში იქმნება ბზარები, რომლებშიც შემდეგ წყალი შეჰყავთ. შედეგად წარმოიქმნება მდუღარე წყლის ხელოვნური რეზერვუარი, რომელიც გამოიყენება გეოთერმული ენერგიის გამოსამუშავებლად. 

 

ბიოკომპიუტერი - ეს არის ტექნოლოგიის დარგი, რომელიც ბიოლოგის, ინჟინერიასა და კომპიუტერულ მეცნიერებას აერთიანებს. მისი მიზანია, შექმნას ადამიანის ტვინის მსგავს ბიოლოგიურ სისტემებზე დაფუძნებული კომპიუტერი. ტვინი სუპერკომპიუტერს ჰგავს, რომელიც გამოთვლებისთვის ისეთ სიმძლავრეს იყენებს, რაც 20 ვოლტიან ნათურას ასანთებად სჭირდება. ბიოკომპიუტერის მუშაობისთვის კი საჭიროა მთელი ელექტროსადგური. თუ შესაძლებელი გახდება ადამიანის ნეირონების სილიკონის ჩიპებთან შეერთება, მაშინ რთული ამოცანების შესრულების პროცესი ენერგოეფექტური გახდება.

 

კვანტური კომპიუტერი ინფორმაციის დამუშავებისთვის ტრადიციულკომპიუტერისგან განსხვავებულ მიდგომას იყენებენ, რაც საშუალებას იძლევა კომპლექსური გამოთვლები მოკლე დროში შესრულდეს. სწორედ ამიტომ, ტექნოლოგია სარისკო კაპიტალის ინვესტორებისთვის ფავორიტ ტექნოლოგიებს შორისაა. კვანტური კომპიუტერი აუცილებელია სამეცნიერო გამოთვლებისთვის. ფინანსური სექტორის წარმომადგენლები - ბანკები, საინვესტიციო ფონდები და სადაზღვევო კომპანიები ამ ინოვაციის განვითარების მიზნით ინვესტიციებს ახორციელებენ და იმედოვნებენ, რომ შეძლებენ გამოთვალონ ინვესტიციების მოგებიანობა და ფასიანი ქაღალდების საიმედო პორტფელი.

 

უჯრედული და ეპიგენეტიკური რეპროგრამირება - ასეთი მეთოდების გამოყენებით ადამიანი ცვლის უჯრედებს და მათ ფუნქციურ მახასიათებლებს. ეპიგენეტიკა არის მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს თუ როგორ მოქმედებს გარემო და ადამიანის ქცევა გენების აქტივობაზე. გენეტიკური ცვლილებებისგან განსხვავებით, ეპიგენეტიკური ცვლილებები შეიძლება შექცევადი იყოს.

 

რეპროგრამირება გამოიყენება ბიოლოგიასა და მედიცინაში დაბერების პროცესის საწინააღმდეგოდ. კაცობრიობის საშუალო ასაკი იზრდება: 2018 წელს, პირველად ისტორიაში ხუთ წლამდე ნაკლები ბავშვების რაოდენობას 64 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობამ გაუსწრო. უჯრედებისა და გენების შეცვლით, მეცნიერები ეძებენ გზას, გააგრძელონ ადამიანების აქტიური ცხოვრების პერიოდი.

 

ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისი - ამ ტექნოლოგიის განვითარების მიზნით, მუდმივად მიმდინარეობს ინვესტიციების განხორციელება. ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისები ტვინსა და სხვადასხვა მოწყობილობებს შორის პირდაპირ კომუნიკაციას ამყარებენ. ის კითხულობტვინის ელექტრულ აქტივობას, შემდეგ ეს სიგნალებმოწყობილობების მართვისთვის გამოიყენება. ამ მეთოდით შეიძლება გაჯეტებისა და პროთეზირების მართვა და მათი კონტროლი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში, ასეთი ტექნოლოგიები უფრო ხელმისაწვდომი გახდება და ადამიანებს მიეცემათ საშუალებას, "აკრიფონ თავიანთი აზრები" და გაცვალონ ინფორმაცია პირდაპირ "ტვინიდან ტვინამდე".