სპეცრაზმელებმა „თბილისი მარიოტთან“ კორდონი გააკეთეს. პარალელურად, საპოლიციო ძალებს დაკავებული აქვთ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის, ასევე, ქაშვეთის მიმდებარე ქუჩები.

რაც შეეხება მომიტინგეებს, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელებმა აქციის დაშლა დაიწყეს, მათ რუსთაველის თეატრის წინ გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები პერიოდულად, ლაზერებს ანათებენ სამართალდამცავებს და მათ წინააღმდეგ პიროტექნიკას იყენებენ.

სპეცდანიშნულების რაზმი კი აქციის დასაშლელად ე.წ. გაზის კაფსულებს ისვრის.

ipn.ge