30 წლის შემდეგ პირველად გახსნილი სოხუმის აეროპორტიდან კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Икар-ი დღეს იწყებს ფრენებს.

თავდაპირველად ფრენა 6 მაისს გვიან ღამით უნდა შესრულებულიყო, თუმცა უკრაინული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო, 7 მაისისთვის გადაიდო.

ავიაკომპანია ოკუპირებულ აფხაზეთში ნიჟნი-ნოვგოროდიდან შეასრულებს რეისებს.

ინფორმაციისთვის, სოხუმის აეროპორტიდან პირველი რეისი 1 მაისს რუსულმა სანქცირებულმა ავიაკომპანია UVT AERO-მ შეასრულა.