ქართულ საკოლმეურნეო ბაზრებსა და სუპერმარკეტებში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრისას ფერმერი დოდუკა ბრატულიჩი ამბობს, რომ სუპერმარკეტების დახლებზე გამოფენილი პროდუქცია ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოა.

დოდუკა ბრატულიჩი რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ ქართული ბაზარი 100%-ით სომხური ყურძნით და 95% რუსული ხორცით არის გაჯერებული.

„დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით 100%-ით მხოლოდ სომხური ყურძენი იყიდება. გარდა ამისა, ქართული ხორცის წილი 5%-ზე დაბალია, 95%-ს რუსულ ხორცს ვჭამთ.

ბოლო 5 თვეში 14 მილიონი დოლარის მხოლოდ ღორის ხორცი იყიდა საქართველომ. ცოცხალ ღორს ყიდულობენ, 7 ლარამდე უჯდებათ კილო, კლავენ და ბაზარში 25 ლარამდე ყიდიან. გარდა ამისა, კახეთში მასიურად იკვლება ცხენი და ვირი, რისი დამამტკიცებელი საბუთებიც არსებობს. ბაზარი საერთოდ არ კონტროლდება. პროდუქტები, რასაც ბაზრებში, მით უმეტეს, სუპერმარკეტების დახლებზე ვხვდებით, აბსოლუტური უმეტესობა სიცოცხლისთვის საშიშია და ამას კონტროლი სჭირდება“, - ამბობს დოდუკა ბრატულიჩი.