სამხრეთ კაროლინის კვლევითი ცენტრიდან 43 მაიმუნი გაიქცა. ინფორმაციას გამოცემა the state ავრცელებს.
ქალაქ იემასის პოლიციის დეპარტამენტმა მაიმუნების გაქცევის შესახებ ინფორმაცია Facebook გვერდზეც გამოაქვეყნა. მათი თქმით, 43 პრიმატი, რომელიც „ალფა ჯენესის“ ცენტრიდან გაიქცა, ამ დრომდე არ უპოვიათ.
„მახეები მთელს ქალაქშია დაგებული. იემასის პოლიციის დეპარტამენტი ცხოველების აღმოსაჩენად იყენებს თერმულ კამერებსაც“, - ნათქვამია Facebook პოსტში.
პოლიციის დეპარტამენტი მოსახლეობას სახლის კარ-ფანჯრის კარგად ჩაკეტვისკენ მოუწოდებს, რადგან მაიმუნების სახლში შესვლისგან თავი დაიზღვიონ.
მომხდარს თავად კვლევითი ცენტრიც გამოეხმაურა. მათი თქმით, პრიმატების სისხლსა და რბილ ქსოვილებს სხვადასხვა ბიოლოგიური კვლევისთვის იყენებდნენ. თუმცა, ეს მათი არსებობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ცენტრიდან ცხოველები.
წყარო: იმედინიუსი