„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წლიდან საქართველოს მასშტაბით მდებარე ავტოსადგურებსა და მგზავრთგადამყვან ოპერატორებს ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. რეგულაცია, სხვა საკითხებთან ერთად, ავტოსადგურების სერტიფიცირებასაც ითვალისწინებს. ავტოსადგურს სერტიფიკატის მიღების და კონკრეტული ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება მომავალი წლის 1-ელი ივნისიდან ექნებათ.

უკვე ცნობილია სერტიფიცირების ტარიფებიც. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ავტოსადგურების სერტიფიცირების საფასურიკლასების მიხედვით, 1 000-დან 10 000 ლარამდეაუფრო დეტალურად:

  • პირველი კლასის ავტოსადგურის – 10 000 ლარი;
  • მე-2 კლასის ავტოსადგურის – 5 000 ლარი;
  • მე-3 კლასის ავტოსადგურის – 1 000 ლარი.

bm.ge