PFAS - ასე უწო­დე­ბენ ქი­მი­კა­ტე­ბის, პო­ლიფ­ტო­რალ­კი­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ჯგუფს, რო­მე­ლიც, 10 000-ზე მეტ ქი­მი­კატს მო­ი­ცავს. ისი­ნი ათწლე­უ­ლე­ბია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში, ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში - წყალ­გა­უმ­ტა­რი ტან­საც­მლით და­წყე­ბუ­ლი, სამ­ზა­რე­უ­ლოს ჭურ­ჭლით, ელექტრო­ნი­კი­თა და სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

  • ეს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი მუდ­მი­ვი და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბია, რაც იმას ნიშ­ნავს რომ ად­ვი­ლად არ იშ­ლე­ბა და გა­რე­მო­ში გროვ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქი­მი­კა­ტე­ბი არის ჩვენს სახ­ლებ­ში, წყალ­ში, საკ­ვებ­ში. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათი მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბაც კი სე­რი­ო­ზულ ზი­ანს აყე­ნებს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას და შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა, მათ შო­რის კიბო, ასე­ვე ორ­გა­ნიზ­მში ამ ქი­მი­კა­ტე­ბის მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია შე­საძ­ლოა გახ­დეს უნა­ყო­ფო­ბის მი­ზე­ზი.

ეს სა­კი­თხი კვლე­ვის სა­გა­ნი მხო­ლოდ ბოლო წლებ­ში გახ­და.

  • რო­გორც BBC წერს, დიდი ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტის, სა­ბინ დო­ნა­ის თქმით, თუ სის­ხლში PFAS-ის დონე 2 ნა­ნოგ­რამ­ზე მე­ტია, ეს ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კად ით­ვლე­ბა და დას­ძენს, რომ ჯერ არ ჰქო­ნია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც გა­მო­იკ­ვლი­ეს ადა­მი­ა­ნის სის­ხლი და მას PFAS-ის მი­ნი­მა­ლურ დო­ნე­ზე ნაკ­ლე­ბი ექ­ნე­ბო­და.

ქი­მი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სტე­ფან მე­ცგე­რი გან­მარ­ტავს, რომ PFAS ქი­მი­კა­ტე­ბი არ იშ­ლე­ბა.

"რო­გორც კი ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვდე­ბი­ან, ისი­ნი რჩე­ბი­ან და თან­და­თან გროვ­დე­ბი­ან, PFAS ქი­მი­კა­ტე­ბი იწ­ვევს ღვიძ­ლის, ან თირკმლის კი­ბოს და ზოგ­ჯერ გავ­ლე­ნას ახ­დენს ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­ზე. PFAS-ის ჯგუ­ფის ზო­გი­ერ­თი ქი­მი­კა­ტი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პრობ­ლე­მას­თან“, - ამ­ბობს მე­ცგე­რი.

ექი­მი დო­ნაი ამ­ბობს, რომ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, ამ ქი­მი­კა­ტე­ბის დონე სის­ხლში ნუ­ლამ­დე და­იყ­ვა­ნოთ, მაგ­რამ სის­ხლში მისი დო­ნის შემ­ცი­რე­ბას შეძ­ლებთ, თუ მომ­დევ­ნო ორი ან სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რად იმოქ­მე­დებთ.

  • რას ნიშ­ნავს "სწო­რად მოქ­მე­დე­ბა" და რა შე­იძ­ლე­ბა იყოს პრე­ვენ­ცი­უ­ლი მე­თო­დი?

ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­აა შვრი­ის, ქე­რის, ლო­ბი­ოს, თხი­ლის უფრო მეტი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ბოჭ­კო­ვა­ნი საკ­ვე­ბი ამ­ცი­რებს სის­ხლში ქი­მი­კა­ტე­ბის დო­ნეს.

BBC აქ­ვეყ­ნებს ერთ-ერთი ისე­თი პა­ცი­ენ­ტის ნა­ამ­ბობს, რო­მელ­საც სის­ხლში ქი­მი­კა­ტე­ბის მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია აღ­მო­აჩ­ნდა. ქა­ლის თქმით, ექიმ­მა ურ­ჩია, რომ გა­მო­ევ­ლი­ნა სახ­ლში PFAS-ის ყვე­ლა­ზე დიდი წყა­რო­ე­ბი და ჩა­ე­ნაც­ვლე­ბი­ნა - მა­გა­ლი­თად, პლასტმა­სის და სხვა ჭურ­ჭე­ლი ჩა­ე­ნაც­ვლე­ბი­ნა კე­რა­მი­კუ­ლი, უჟან­გა­ვი ფო­ლა­დის ან თუ­ჯის ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბით

“მირ­ჩია, რომ გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა წყლის ფილტრი და გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა სა­რე­ცხ და საწ­მენდ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე, რომ­ლებ­ზეც იქ­ნე­ბო­და მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ მათი პრო­დუქ­ტი არ შე­ი­ცავს PFAS-ს.

მო­ძებ­ნეთ PFAS-ის გა­რე­შე მა­კი­ა­ჟი­სა და თმის პრო­დუქ­ტე­ბი და მო­ე­რი­დეთ ინ­გრე­დი­ენ­ტებს, რო­მელ­თა ანო­ტა­ცი­ა­შიც არის მი­თი­თე­ბუ­ლი რომ შე­ი­ცავს "ფტორს", ან "PTFE-ს“, - ამ­ბობს ქალი.

  • კი­დევ ერთი ექი­მი BBC-სთან ამ­ბობს, რომ "რო­დე­საც ონ­კა­ნის წყალს ვსვამთ, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­ხედ­ვით, PFAS-ის ზე­მოქ­მე­დე­ბის სხვა­დას­ხვა დო­ნეს ვხვდე­ბით.“ მისი თქმით, ზე­მოქ­მე­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ში მხო­ლოდ წყლის ფილტრიც კი და­გეხ­მა­რე­ბათ - იქ­ნე­ბა ეს ფილტრი­ა­ნი დოქი, თუ ნი­ჟა­რა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ფილტრი.

ის გვირ­ჩევს, რომ გა­და­ვაგ­დოთ ნე­ბის­მი­ე­რი ტაფა, რო­მელ­ზე ნა­კაწ­რე­ბია და რომ უჟან­გა­ვი ფო­ლა­დის ან კე­რა­მი­კუ­ლი ტა­ფე­ბი "გა­ცი­ლე­ბით უფრო უსაფრ­თხოა“.

"აუ­ცი­ლებ­ლად ყო­ველ დღე გა­ა­ნი­ა­ვეთ სახ­ლი, მტვერ­სას­რუ­ტით და­ა­მუ­შა­ვეთ ოთა­ხე­ბი, რად­გან ეს ქი­მი­კა­ტე­ბი მტვრის სა­ხით გროვ­დე­ბა", - ამ­ბობს ექი­მი.

  • კვლე­ვის თა­ნახ­მად, წყალ­გა­უმ­ტა­რი სა­მო­სიც ამ ქი­მი­კა­ტებს შე­ი­ცავს. მწარ­მო­ებ­ლებს კი აქვთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ პრო­დუქტზე მი­უ­თი­თონ, შე­ი­ცავს თუ არა ქი­მი­კა­ტებს, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მწარ­მო­ე­ბე­ლი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად იქ­ცე­ვა და ეს ინ­ფორ­მა­ცია ხში­რად არ არის და­ტა­ნი­ლი.

BBC-ის ცნო­ბით, აღ­მოჩ­ნდა, რომ PFAS-ის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი არც ბავ­შვე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი პრო­დუქ­ტე­ბია. მა­გა­ლი­თად ბრი­ტა­ნეთ­ში PFAS-ის ქი­მი­კა­ტე­ბი აღ­მოჩ­ნდა ბავ­შვე­ბის სა­მოს­ში, უფრო მე­ტად კი ქურ­თუ­კებ­ში.

Mountain Warehouse-ში BBC-ს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ქურ­თუ­კი, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლეს, სამი წლის წინ იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

ევ­რო­პის სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, რო­დე­საც საკ­ვებ პრო­დუქ­ტებს შე­ე­ხე­ბა საქ­მე, ამ ქი­მი­კა­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბა მო­დის თევ­ზი­დან, ხორ­ცი­დან, კვერ­ცხი­დან, ხი­ლი­დან და ხი­ლით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­დან.

"გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დია ხოლ­მე PFAS-ის ქი­მი­კა­ტე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია მარ­წყვში, რად­გან მას შე­ი­ცავს პეს­ტი­ცი­დე­ბი, რომ­ლებ­საც იყე­ნე­ბენ მარ­წყვის მო­სავ­ლე­ლად", - გან­მარ­ტავს მან­ჩეს­ტე­რის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი დე­ვიდ მეგ­სო­ნი.

მი­სი­ვე თქმით, ქი­მი­კა­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ რა­ო­დე­ნო­ბას შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს ღვი­ნო, რად­გან ყუ­რძენ­ში პეს­ტი­ცი­დე­ბის გამო დი­დია ქი­მი­კა­ტე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას.

  • რო­გორც BBC წერს, PFAS ქი­მი­კა­ტე­ბი იმ­დე­ნად არის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბა­ში, რომ ვერც ერთი ჩვენ­გა­ნი ვერ შეძ­ლებს მის­გან სრუ­ლად გაქ­ცე­ვას - ამ ქი­მი­კა­ტებ­მა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა გა­ხა­და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი, ხოლო პრო­დუქ­ტე­ბი გამ­ძლე - მაგ­რამ რამ­ხე­ლა ზი­ანს აყე­ნებს ჯან­მრთე­ლო­ბას და რე­ა­ლუ­რად, რა საფრ­თხე­ებს შე­ი­ცავს, მხო­ლოდ ახლა იწყე­ბა მათი გა­მოვ­ლე­ნა.

ევ­რო­კო­მი­სია კონ­სულ­ტა­ცი­ებს აწარ­მო­ებს PFAS ქი­მი­კა­ტე­ბის სრუ­ლი აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ. დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბა აცხა­დებს, რომ ის ცდი­ლობს ზო­გი­ერ­თი ქი­მი­კა­ტის აკ­რძალ­ვას ან შე­ზღუდ­ვას, მაგ­რამ სა­ნამ მათი უსაფრ­თხო ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბი არ გა­მოჩ­ნდე­ბა ბა­ზარ­ზე, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია.

წყა­რო:  www.ambebi.ge