ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

1. საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი.

2. საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს:
 - არანაკლებ 3 მმ. − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის
(N1, N2, N3);
 - არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);

3. საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;

4. საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;
5. ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო - ფიფქი. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.
6. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.
7. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.
8. თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა.
9. თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს შესაძლოა დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულოა ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით:

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები

ინდექსი

საავტომობილო გზისდასახელება

სიგრძე (კმ)

მონაკვეთი (კმკმ)

მონაკვეთის სიგრძე (კმ)

მონაკვეთის დასახელება

1

ს–1

თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი)

542.7

120-135

141-174

49.00

ოსიაურის კვანძი-სურამის კვანძი
რიკოთის გვირაბი-წევა

2

ს-3

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი)

139.0

80-106

27.00

მლეთა-კობი

3

ს-6

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთი (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი)

98.0

76-98

22.00

დმანისის გადასახვევი- გუგუთი

4

ს–8

ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი)

97.0

7 – 74

80-97

86.00

ქვიშხეთი-ვალე

5

ს-9

თბილისის შემოსავლელი

49.0

1 − 49

49.00

ზაჰესი-რუსთავი

6

ს-11

ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი)

112.0

3-66

73-87

92-112

100.00

ახალციხე- საზღვარი

7

ს–13

ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი)

36.5

1 − 36,5

36.50

ახალქალაქი- საზღვარი

ჯამი

1,074.2

 

369.50

შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები

ინდექსი

საავტომობილო გზის დასახელება

სიგრძე (კმ)

მონაკვეთი (კმკმ)

მონაკვეთის სიგრძე (კმ)

მონაკვეთის

დასახელება

1

შ-1

ბათუმი (ანგისა)-ახალციხე

159.00

22 - 159

138.00

ქედა-ახალციხე

2

შ-2

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი

73.40

30-40

11.00

ნასაკირალის

უღელტეხილი-ოზურგეთი

3

შ-7

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი

193.00

30 - 193

164.00

ჯვარი-ლასდილი

4

შ-14

ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა

102.20

32 - 48

17.00

წყალთაშუა-საირმე

5

შ-15

ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი

151.00

25 - 125

100.00

ძეძილეთი-მელე

6

შ-16

ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი)

161.00

23 - 70

48.00

ჟონეთი- ამბროლაური

7

შ-17

ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაური

73.50

11 – 29

36-72

59.00

ორპირი-ტყიბული

ტყიბული (ნაქერალა)-ამბროლაური

8

შ-18

ალპანა-ცაგერი

22.80

1 - 22.8

22.80

ალპანა-ცაგერი

9

შ-19

ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბული

29.00

16 - 29

14.00

ძევრი-ტყიბული

10

შ-20

ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქი

82.00

1 - 82

82.00

ბორჯომი- ახალქალაქი

11

შ-21

ახალქალაქის შემოსავლელი

2.40

1 -2,4

2.40

ახალქალაქი

12

შ-22

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი

106.00

5-52

70-106

89.00

გომი (სოფ. ვაყა)-საჩხერე
ჭიათურა-ზესტაფონი

13

შ-26

ჟინვალი-ბარისახო-შატილი

106.00

1-66

66.00

ჟინვალი-ბისო

14

შ-27

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალი

21.50

1 - 21.5

21.50

თიანეთი-ჟინვალი

15

შ-30

თბილისი (გლდანი)-თიანეთი

60.00

1 - 60

60.00

თბილისი-თიანეთი

16

შ-31

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა

147.00

20 - 147

128.00

ფარცხისი (თეთრიწყაროს გადასახვევი)- ნინოწმინდა

17

შ-33

მარნეული-თეთრიწყარო-წალკა

88.70

33 - 88.7

56.70

თეთრიწყარო-წალკა

18

შ-36

თბილისი (პანტიანი)-მანგლისი

32.00

1 - 32

32.00

თბილისი (პანტიანი)-მანგლისი

19

შ-38

ვაზიანი-გომბორი-თელავი

65.00

27 - 65

39.00

სასადილო-თელავი

20

შ-43

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორი

129.40

0 - 28

28.00

თიანეთი-ახმეტა

21

შ-71

დაბა ბაკურიანის წრიული

3.00

1 - 3

3.00

მთლიანად წრიული

22

შ-75

დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი

2.60

1 - 2.6

2.60

სრულად

23

შ-81

ჩოხატაური-ბახმარო

53.00

1 - 53

53.00

სრულად

24

შ-153

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთი

28.00

3-28

26.00

ნიჩბისი-დიდი თონეთი

25

შ-209

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალი

46.90

3-46.9

46.90

საჩხერე (უზუნთა)-ზუდალი.

   

ჯამი

1,938.4

 

1,309.90

 

დეტალური ინფორმაცია ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის
სათანადო მახასიათებლების, ასევე, იმ ადგილის/გზის მონაკვეთების
ჩამონათვალის შესახებ, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების
მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვით, იხილეთ ბმულზე:
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6040563?publication=0