ჭიჭინაძის ქუჩაზე ხმაური იყო. სპეცრაზმმა სავარაუდოდ, ორი პირი დააკავა.
ინციდენტი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოყვა.
ამ დროისთვის, ადგილზე ვითარება განმუხტულია.
სპეცრაზმმა უკან გადაინაცვალა, წინა ხაზზე კი საპატრულო პოლიციია განლაგდა. აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე.