საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონში სსიპ ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის  და სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო  სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს.

შეხვედრების ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომლებმა საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს მომხმარებელთა უფლებები, მათი დაცვის მექანიზმები და კონკურენციის პოლიტიკის მთავარი პრინციპები. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, GCCA-ის წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ.

სკოლებში შეხვედრები GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს