საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და იტალიური „ნაპოლისა“ მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ლიგის Seria A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
კვარაცხელია მიმდინარე წლის აგვისტოშიც იყო წარდგენილი ამ ნომინაციაზე, მაგრამ მაშინ „ინტერის“ ფორვარდმა მარკუს ტურამმა გაიმარჯვა.
ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენციას უწევდნენ ბრემერი ("იუვენტუსი"), პატრიკ კუტრონე ("კომო"), სანტიაგო კასტრო ("ბოლონია"), ფედერიკო დიმარკო ("ინტერი") და კრისტიან პულიშიჩი("მილანი").