„ჯანდაცვის სექტორში დაშვებულ შეცდომებს შორისერთ-ერთი პრივატიზაციის გაუაზრებელი ტემპია, რომელიც ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან დაიწყო. შედეგად, დღეს, სახელმწიფო და ჯანდაცვისპოლიტიკა არანორმალურად დიდი წილით არისდამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე, კომერციულ ინტერესზე“ - განაცხადა ჯანდაცვისმინისტრმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ამპროცესებმა კომერციული ინტერესი დომინანტადაქცია პაციენტისა და ჯანდაცვის სფეროს საჯაროინტერესებთან შედარებით.
„სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ ამისშესაძლებლობა არცერთ შემთხვევაში არ გააჩინოს.
თუ ფასი არადამაკმაყოფილებელი გახდა, კლინიკათავს უფლებას აძლევს - პაციენტს მომსახურებაზეუარი უთხრას. ე.ი. პაციენტი უფრო მნიშვნელოვანიათუ მოგება? მოგება აუცილებელი არის, მაგრამ არამთავარი“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის სექტორისპრივატიზაციის მიმართულებით დასავლეთისგამოცდილებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ევროპაში სახელმწიფოს წილი ჰოსპიტალურსექტორში, როგორც წესი, 50%-ზე ნაკლები არ არის.
„უბრალოდ, ვერსად შეხვდებით ასეთ ფაქტს. მაშინ,როდესაც წლების წინ დაწყებული პრივატიზაციისპროცესი წინა ხელისუფლების დროს გაგრძელდა დასახელმწიფოს წილი ჰოსპიტალურ სექტორშიდაიყვანეს 14-15%-ზე.
დღეს ჩვენ ორიენტირებული ვართ - მაქსიმალურადევროპული სტანდარტების ქვეყნად ჩამოყალიბდესსაქართველო. ამაზეა ორიენტირებული ჯანდაცვისპოლიტიკის განხორციელებაც. ევროპა ლოზუნგი კიარა, რეალურად ნაკეთები საქმეებია. იმიტომ კი არარის იქ სახელმწიფოს წილი ჰოსპიტალურ სექტორში50%, რომ მას დომინანტობა და აქედან შემოსავლისმიღება სურს, უბრალოდ, ჯანდაცვა სპეციფიკურისივრცეა, სავსე - მორალური თუ სამართლებრივიპასუხისმგებლობებითა და ვალდებულებებით, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არც შეიძლებათავსებადი იყოს კომერციულ ინტერესებთან. ამიტომ, როცა ბრუტალურად, ბლანკეტურად, ყველაფერიპირდაპირ გადაეცათ კერძო კლინიკებს, რომ, მათშორის, ეკეთებინათ ისეთი რამ, რაც სულაც არ იყოკომერციულად საინტერესო, შეიქმნა უზარმაზარიპრობლემები ჯანდცავის სტრუქტურების გასამართად. შვედეთში, შესაძლოა, საერთოდ, 80%-ს სცდებოდესსახელმწიფოს წილი ჰოსპიტალურ სექტორში. რატომ?! - რიტორიკული კითხვაა და პასუხიყველასთვის ნათელია.
არ შეიძლება კერძო სექტორისთვის იყოსყველაფერი, არ შეიძლება ფულის შოვნა იყოსმთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში პაციენტისინტერესის საპირწონედ - სრულიად საპირისპიროუნდა იყოს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პირველ რიგში, დავიცვათ პაციენტის ინტერესი და, სხვათა შორის, ესკონსტიტუციაშიც ასეა ჩაწერილი. ამისთვის, რაღაცმომენტში, სიმკაცრეც იქნება აუცილებელი და თუკიმკაცრად ვაკონტროლებ პროცესს - დაცულია თუ არაპაციენტის უფლება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, არ შეიძლება ეს ჩაითვალოს სახელმწიფოს მხრიდანანტიევროპულ გადაწყვეტილებად“ - განაცხადამიხეილ სარჯველაძემ.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.