მეცნიერებმა ესპანეთში ანომალიური სიცხის შემდეგ 9 თვეში შობადობის კლება დააფიქსირებს. ჟურნალში Population Studies გამოქვეყნებულ მათ კვლევაზე The Economist-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კვლევა გერმანიის მაქს პლანკის დემოგრაფიული კვლევების ინსტიტუტის წამყვანმა სპეციალისტის, რისტო კონტე კეივაბის ხელმძღვანელობით ჩატარდა. მეცნიერებმა ესპანეთში ჰაერის ტემპერატურასა და შობადობას შორის კავშირი გამოიკვლიეს. მათ შობადობის საერთო კოეფიციენტი გამოითვალეს, რომელიც ქალის მიერ სიცოცხლის განმავლობაში გაჩენილი ბავშვების საშუალო რაოდენობასა და ამინდის პირობებს უსადაგებს ერთმანეთს.
კვლევა 2010-2018 წლების პერიოდის მონაცემებს შეიცავს და აჩვენებს, რომ თუ ესპანეთში საშუალო ტემპერატურა +25 გრადუსს აღემატება, 9 თვეში შობადობის კოეფიციენტი 0,3%-ით იკლებს. 30-გრადუსიანი სიცხის შემდეგ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირდებოდა - 0,8%-მდე.
მეცნიერები განმარტავენ, რომ კლიმატის ცვლილებამ და გლობალურმა დათბობამ შესაძლოა მომავალში შობადობის მხრივ მეტი დემოგრაფიული პრობლემა გამოიწვიოს.