თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, ჭიჭინაძის, ენუქიძის, პოლიციის და ჟორესის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ეროსი მანჯგალაძის, ხუდადოვის, ცოტნე დადიანის, ზაქრაძის, ლალიონის, არჩილ და გია ქურდიანების ქუჩების მოსახლეობას. 
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.