„ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ცვლილებებია 30 დეკემბრის მატარებლების მოძრაობის განრიგში“ - განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„კერძოდ, თბილისი–ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (#812) თბილისიდან დაიძვრება 03:00 საათზე, 01:40-ის ნაცვლად, ხოლო 31 დეკემბერს დილით ბათუმი–თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (#803) გამოვა 10:00 საათზე, 08:00-ის ნაცვლად“ - ნათქვამია განცხადებაში.