პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია განათლების რეფორმებს ეხმაურება:

"საბჭოთა სკოლის მოდელის ძირითადი პრინციპები:​

1. ცენტრალიზაცია (ერთიანობა):​განათლების სისტემის მკაცრი ცენტრალიზებული მართვა სახელმწიფოს მხრიდან.​

2. ერთიანი სასწავლო გეგმა და პროგრამები მთელი ქვეყნის მასშტაბით (ე.წ. „ერთ თარგზე მორგება“).

​3. სისტემის სრული დაქვემდებარება სახელმწიფო პოლიტიკას.​

4. იდეოლოგიზაცია.

5. ხელისუფლებისადმი მორჩილი და "სასურველი" თაობის აღზრდა.

6. ერთიანი სასკოლო ფორმა.

7. სკოლის შერჩევა მხოლოდ ტერტორიული სიახლოვის პრინციპით.

8. ერთი და იგივე სავალდებულო სახელმძღვანელოები.და ა.შ.​მოკლედ, საბჭოთა სკოლა იყო ცენტრალიზებული, იდეოლოგიზებული და სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული სისტემა.

განათლების ამჟამინდელი რეფორმა ერთი ერთში ბრუნდება რამდენიმე ათწლეულით უკან საბჭოთა განათლების სისტემაზე," - წერს გამზარდია სოც.ქსელში.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მე-12 კლასი შენარჩუნდება მხოლოდ კერძო სკოლებში, საჯარო სკოლები კი 11-წლიან სწავლებაზე გადავა. მან ასევე ისაუბრა სპეც-კლასების შექმნაზეც, ვინც მაინც გადაწყვეტს მე-12 კლასის დასრულებას.