ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით მისი მოლოდინი მეუფე შიოს უკავშირდება.
როგორც სამების საკათედრო ტაძარში მისულმა ბიზნესმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, ინფორმაცია, თითქოს კონკრეტული ბიზნესმენები რომელიმე სასულიერო პირს ლობირებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ვფიქრობ, რომ ჩვენი უწმინდესის არჩევანი, უწმინდესის გადაწყვეტილება არის ეჭვშეუტანელი და აუცილებლად მინდა და ვფიქრობ, რომ მეუფე შიო გახდება საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი. ყველამ, არათუ შემდგომმა პატრიარქმა, ყველა ქართველმა უნდა მივბაძოთ ჩვენს უწმინდესს.
ბიზნესმენებიდან მხოლოდ მე ვარ აქ სტუმრად მოწვეული. არ არის მართალი, რომ რამეს ლობირებდნენ ბიზნესმენები“, - თქვა პაპაშვილმა.
ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 1200-მდე დელეგატი დაესწრება.