არსებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე დააკავეს.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ქადაგიძე საპროტესტო მსვლელობის მიმდინარეობისას, სანაპიროზე, ტროტუარზე დააკავეს.

ამასთან, ამავე ინფორმაციით, დაკავებულია პროტესტის კიდევ რამდენიმე მონაწილე.

პროტესტის მონაწილეები აღმაშენებლის ხეივნიდან სანაპიროს გავლიტ მსვლელობით, რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილდებიან.

არაოფიციალური ცნობებით, აქციის მიმდინარეობისას დღის განმავლობაში, 20-ზე მეტი პირი დააკავეს.

წყარო:  ipn.ge