ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა ევ­რო­პა­ში კი­ბოს გა­მომ­წვე­ვი ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კი­ბოს კვლე­ვის სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

  • ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბის შე­ზღუდ­ვის მიზ­ნით სამ­თავ­რო­ბო პო­ლი­ტი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბა, ყო­ველ­წლი­უ­რად სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს საგ­რძნობ­ლად შე­ამ­ცი­რებს. მხო­ლოდ ევ­რო­კავ­შირ­ში, მსოფ­ლი­ო­ში ალ­კოჰო­ლის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მოხ­მა­რე­ბის მქო­ნე სუბ­რე­გი­ონ­ში, 2020 წელს კი­ბოს 111 000-ზე მეტი ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

"ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ევ­რო­პის რე­გი­ო­ნი და გან­სა­კუთ­რე­ბით ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი ძა­ლი­ან მა­ღალ ფასს იხ­დი­ან ალ­კოჰო­ლის­თვის, რაც ხელს უწყობს კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბას. ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის გარ­და, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზი­ა­ნიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია," - გა­ნა­ცხა­და დოქ­ტორ­მა გუნ­დო ვე­ი­ლერ­მა.

„ზოგი ალ­კოჰოლს „კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას“ უწო­დებს, თუმ­ცა და­ა­ვა­დე­ბა და სიკ­ვდი­ლი ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლად არ უნდა იქ­ნეს მიჩ­ნე­უ­ლი“, - დას­ძი­ნა მან.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, ალ­კოჰო­ლი ზრდის კი­ბოს სულ მცი­რე შვი­დი სა­ხე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს, მათ შო­რის პი­რის ღრუს, ხა­ხის, ხორ­ხის, საყ­ლა­პა­ვის, ღვიძ­ლის, მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის და ქა­ლის სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის კი­ბოს.

მკვლე­ვა­რე­ბი თვლი­ან, რომ ალ­კოჰო­ლი კი­ბოს რამ­დე­ნი­მე მე­ქა­ნიზ­მით იწ­ვევს, მათ შო­რის ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დო­ნის შეც­ვლით, ნაწ­ლა­ვის მიკ­რო­ბი­ო­მის ცვლი­ლე­ბე­ბით და დნმ-ის და­ზი­ა­ნე­ბით, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია ოქ­სი­და­ცი­უ­რი სტრე­სით.

ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ალ­კოჰოლ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­ბოს შემ­თხვე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია „სა­რის­კო“ სმას­თან (დღე­ში ორი­დან ექვს ჭი­ქამ­დე) და „ჭარბ“ სმას­თან (დღე­ში ექვს ჭი­ქა­ზე მეტი). თუმ­ცა, „ზო­მი­ე­რი“ ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბაც კი (დღე­ში ორ ჭი­ქა­ზე ნაკ­ლე­ბი) 2020 წელს მსოფ­ლი­ო­ში კი­ბოს 100 000-ზე მეტი ახა­ლი შემ­თხვე­ვის მი­ზე­ზი გახ­და.

IARC-მა (კი­ბოს კვლე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტო) მო­ი­თხო­ვა ისე­თი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა, რო­გო­რი­ცაა გა­და­სა­ხა­დე­ბის გაზ­რდა და ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბის­თვის კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ასა­კის ამაღ­ლე­ბა, ასე­ვე ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბის სიმ­ჭიდ­რო­ვის შე­ზღუდ­ვა, გა­ყიდ­ვე­ბის სა­ა­თე­ბის ან დღე­ე­ბის შე­ზღუდ­ვა, ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის მარ­კე­ტინ­გის აკ­რძალ­ვა და მთავ­რო­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ალ­კოჰო­ლის გა­ყიდ­ვე­ბის და­ნერგვა.

"ალ­კოჰო­ლის კი­ბოს რის­კე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და ის ფაქ­ტი, რომ ალ­კოჰო­ლის არც ერთი დონე არ არის უსაფრ­თხო, კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და დოქ­ტორ­მა ბე­ატ­რის ლაბი-სეკ­რე­ტან­მა, IARC-ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სინ­თე­ზი­სა და კლა­სი­ფი­კა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ.

წყა­რო:  ambebi.ge