hr.ge-ის ვებ განყოფილების გაყიდვების დირექტორმა ინგა შახბაზიანმა „კომერსანტის“ ეთერში დასაქმების ბაზრის ტენდენციები შეაფასა.

როგორც ინგა შახბაზიანი აცხადებს, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე, ჰორეკა სექტორში კადრებზე მოთხოვნა იმაზე ნაკლებია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მისივე თქმით, თუკი კონფლიქტი გაგრძელდა, ეს დამატებით ნეგატიურად აისახება სექტორის სამუშაო ძალის მაჩვენებელზე.

სამწუხაროდ, ჰორეკა სექტორში ვაკანსიების გამოქვეყნების ტენდენცია შეიცვალა. წინა წლების სტატისტიკებით რომ ვიმსჯელოთ, თებერვლის ბოლო რიცხვებში ჰორეკა სექტორი აქტიურდებოდა ხოლმე. 2024-2025 წლებით თუ ვიმსჯელებთ თვითონ სექტორში ვაკანსიების ზრდა 40 პროცენტამდე იყო. თუმცა წელს ზრდა არ გვაქვს. თებრვლის ბოლო კვირას იყო ამის მცდელობა, მაგრამ როგორც კი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დაიწყო, მაშინვე შეჩერდა ვაკანსიების რაოდენობის ზრდა. ვერ ვიტყვი, რომ ამ სექტორში კლება გვაქვს, თუმცა იმაზე ნაკლები ვაკანსია ქვეყნდება, ვიდრე ჩვენ ამის მოლოდინი გვქონდა.

თუ ეს კონფლიქტი გაგრძელდა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად იმოქმედებს ჰორეკა სექტორზე. თუმცა დღეს სექტორს მაინც აქვს განწყობა, რომ შემოვლენ ტურისტები, შეიძლება ის რაოდენობა არა, რაცსაც მოელოდნენ, მაგრამ გარკვეული რაოდენობა იქნება“,- განაცხადა ინგა შახბაზიანმა.