ოჯახში ძალდობის ფაქტების რაოდენობა კვლავ იზრდება. „უსაფრთხოების სამსახურებმა 2023 წელს საფრანგეთში ოჯახში ძალადობის 271 000 მსხვერპლი დაარეგისტრირეს, რაც 10%-ით მეტია წინა წელთან შედარებით“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოთხშაბათს, 6 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში. სამსახურის მონაცემების მიხედვით, ოჯახში ძალადობის შემთხვევების 64% ფიზიკურ ძალადობას, 31% სიტყვიერ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, ხოლო 4% - სექსუალურ ძალადობას უკავშირდება. ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 10%-ით არის გაზრდილი.
„სიტყვის თავისუფლებისა და პოლიციისა და ჟანდარმერიის მიერ მსხვერპლთა მიღების გაუმჯობესებული პირობების ფონზე, 2016 წლიდან რეგისტრირებული მსხვერპლთა რიცხვი გაორმაგდა“, - აცხადებს შიდა უსაფრთხოების სამსახური.
წყარო: 1tv.ge